M1 Abrams
M1 Abrams (Abrams M1A1 / 2; ეწოდა გენერალ Creighton Abrams საპატივცემულოდ) წარმოადგენს აშშ არმიის ძირითად საბრძოლო ტანკს, იწარმოება General Dynamics Land Systems (GDLS) მიერ. პირველი საცდელი მოდელი – М1 გამოშვებული იქნა 1978 წელს. M1A1 სერიულად იწარმოებოდა 1985–1993წ.წ., M1A2 სერიული წარმოება დაიწყო 1992 წ. გამოშვებული იქნა 67 ერთეული(ზოგი მონაცემით 62), რის შემდეგაც სერიული წარმოება შეწყდა და ამერიკის არმიის მოთხოვნით М1A1 პარკის ნაწილს ჩაუტარდა მოდერნიზაცია M1A2 დონეზე, არმიაში მათი მიწოდება დაიწყო 1998წ. 2004 წლიდან Abrams უტარდება მოდერნიზაცია M1A2 SEP დონეზე.
ამერიკის არმიის გარდა ტანკი იწარმოებოდა ეგვიპტეში, სადაც აწყობილი იქნა 880 ცალი M1A1. ასევე ეს ტანკი იმყოფება საუდის არაბეთის, კუვეიტის და ავსტრალიის არმიების შეიარაღებაზე.
Subscribe to:
Comments (Atom)