Challenger 2




ძირითადი საბრძოლო ტანკი „ჩელენჯერ 2“ წარმოებს ბრიტანული ფირმის „ვიკერს დეფენს სისტემსის“ მიერ. ეს არის ჩელენჯერ სახელის მტარებელი მესამე ტანკი. პირველი იყო „ჩელენჯერ A30“ – „კრომველის“ ტანკის ვარიანტზე, რომელიც აღჭურვილი იყო 76,2 მილიმეტრიანი ზარბაზნით. მეორე იყო „ჩელენჯერ 1“ – დიდი ბრიტანეთის ძირითადი საბრძოლო ტანკი 1980-x წლებში – რომელიც 1990-x წლებში მონაწილეობას იღებდა სპარსეთის ომში. მიუხედავად იმისა რომ „ჩელენჯერ 2“ შემუშავებულია „ჩელენჯერ 1“-ზე დაყრდნობით, ახალი ტანკი გასხვავდება ძველი მოდელისაგან სრულიად ახალი დიზაინით: ნაწილთა მხოლოდ 5% არის ძველი და ახალი ტანკებისათვის საერთო. დღეს-დღეობით დიდი ბრიტანეთის არმიაში „ჩელენჯერ 2“-მა შეცვალა წინა მოდელი.

1991 წელს დიდმა ბრიტანეთმა შეუკვეთა 127 ერთეული „ჩელენჯერ 2“ და კიდევ 259 ერთეული 1994 წელს. 1993 წელს ომანმა შეუკვეთა 18 ტანკი ხოლო 1997 წელს კიდევ 20. „ჩელენჯერ 2“ დიდი ბრიტანეთის შეიარაღებაში შევიდა 1998 წელს, ბოლო ტანკი არმიაში შევიდა 2002 წელს. ტანკის ეს მოდელი ექსპლუატაციაში იქნება 2035 წლამდე.

ტანკები „ჩელენჯერ 2“ გამოიყენებოდა ბოსნიის, კოსოვოსა და ერაყის ომში(2003 წლიდან დღემდე(2008)).
კომპანია „ვიკერს დეფენს სისტემსმა“ 1986 წელს საკუთარი ინიციატივით დაიწყო ტანკ „ჩელენჯერ 1-ის“ შექმნა. ახალი თაობის ტანკის გენერალური შტაბის მოთხოვნებთან ერთად კომპანიამ ღიად განუცხადა თავდაცვის სამინისტროს მიმდინარე სამუშაოების შესახებ. დაიდო კონტრაქტი 90 მილიონ ფუტზე, რათა პირველი ნიმუში შექმნილიყო 1988 წლის დეკემბერში. 1991 წლის ივნისში სხვა მწარმოებლების ნიმუშებთან(მათ შორის იყვნენ „აბრამსი“, M1A2, „ლეკლერკი“ და „ლეოპარტი 2“) შედარებების შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ ტანკი „ჩელენჯერ 2“ მიიღო შეიარაღებაში.

აწყობა დაიწყო 1993 წელს ორ ძირითად ქარხანაში: ნიუკასტლში და ლიდსში. მთლიანად პროექტში მონაწილეობას იღებდა 250 ფირმა. პირველი მანქანები გამოვიდა 1994 წელს.

ტანკმა წარმატებულად გაიარა საიმედოობის გამოცდა, რომელიც ჩატარდა 1994 წელს. 285 დღის მანძილზე მიმდინარეობდა სამი ტანკის გამოცდა, რომელშიც სიმულირებდა საბრძოლო პირობები. ყოველი ეს დღე შეიცავს:
27 კმ სიარული გზაზე
33 კმ სიარული უგზო მიდამოებში
34 გასროლა ძირითადი იარაღიდან
1000 გასროლა 7,62 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევიდან
10 სთ მთავარი ძრავის გამოცდა