SR-71 Black Bird


ტექნიკური მახასიათებლები:
ქვეყანა — ა.შ.შ
ეკიპაჟი — 2 კაცი
სიგრძე — 32, 74 მეტრი
ფრთების სიგრძე — 16,94 მეტრი
სიმაღლე — 5,64 მეტრი
მაქსიმალური ასაფრენი მასა — 77,1 ტონა
მასა (ცარიელი) — 27,215 ტონა
მაქსიმალური ფრენის სიმაღლე — 24-26 კილომეტრი
სიჩქარე 3300 — კმ./სთ.

ამ უნიკალური სადაზვერვო თვითმფრინავის სახელი პირველად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯონსონმა დაამახინჯა 1964 წელს , როდესაც თქვა რომ ამერიკას ჰყავდა უახლესი და უსწრაფესი მზვერავი თვითმფრინავი, მან RS-ის ნაცვლად ასოები გადაადგილა და SR წარმოსთქვა, რა სახელიც შემგომ შემორჩა კიდეც ზემოთ აღნიშნულ მზვერავ თვითმფინავს. 1960 წელს ქალაქ სვერდლოვსკთან ავღანეთიდან შემოფრენილი U-2-ის ტიმის სადაზვერვო თვითმფრინავი საბჭოური C-75-ის მიერ იქნა ჩამოგდებული, რის შემდეგაც ამერიკაში დაიწყეს ფიქრი უფრო უკეთეს მზვერავ თვითმფინავზე, რომელიც დიდ სიმაღლეზე დიდი სიჩქარით იფრენდა და რომელსაც ვერ მისწვდებოდა საბჭოური საზენიტო რაკეტა.