ტიპი-მრავალმიზნობრივი დამრტყმელი შვეულმფრენი.მწარმოებელი ქვეყანა-აშშ.
მწარმოებელი კომპანია-MCDONNEII DOUGLAS
შვეულმფრენი AH-64D Apache Longbow შექმნილია AH-64 ბაზაზე და აღჭურვილია მილიმეტრული დიაპაზონის რადიო ლოკაციური სისტემით რომელიც განთავსებულია მზიდი ხრახნის თავზე და მიიღო ნიშნული AH-64D.პირველი მოდიფიკაციის Apache-ბის ტაქტიკური დავალება იყო ჯავშანტექნიკის მოძებნა და განადგურება რომლებიც ხელმძღვანელობდნენ პრინციპით : <: შეეცადე იყო შეუმჩნეველი; თუ შეგამჩნიეს-შეეცადე არ დაგაზიანონ ; თუ დაგაზიანეს-გადარჩი>. AH-64A ამ პრინციპებს მშვენივრად ართმევდნენ თავს. 2006 წელს კორპორაცია Boeing-მა დაიწყო აშშ-ს საარმიო ავიაციის AH-64 Apache -ბის მოდერნიზაცია,რაზეც დაიხარჯა 619,3 მილიონი დოლარი.
პროგრამის ფარგლებში იგეგმება 284 შვეულმფრენის AH-64D Block I და 217 AH-64D Block II და 96 ერთეული AH-64A. მოდერნიზაცია.
მოდერნიზაციის შედეგად წინა მოდელებთან შედარებით AH-64D Block III აღიჭურვება სრულყოფილი რადარებით, რომელიც შეამცირებს სხივის სიგანეს და მისცემს რადარს საშუალებას ზუსტად ამოიცნოს მიზანი.
სტანდარტული შეიარაღების გარდა – ქვემეხი, უმართავი რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები AGM-114 A-E Hellfire, AGM-114F Interim Hellfire და რაკეტები “ჰაერი-ჰაერი” “სტინგერი”, მოდერნიზირებული AH-64 აღიჭურვებიან ახალი შორსმსროლელი რაკეტებით,რომელიც მუშავდება
შვეულმფრენი AH-64 Apache შეიარაღებაში მიიღეს 1984 წელს. მოდიფიკაციის AH-64D მაქსიმალური ასაფრენი წონა შეადგენს AH-64D 8 ტონას, მაქსიმალური სიჩქარე- 309 კმ/ს, მოქმედების რადიუსი – 610 კმ. შვეულმფრენის საბრძოლო დატვირთვამ შეიძლება მიაღწიოს771 კგ.
RAH-66 Comanche-ის პროგრამის უარყოფის შედეგად და ძირითადი ფინანსების გადამისამართება ისეთი ვერტმფრენების შესაძენად როგორებიც არიან მზვერავი- ARH-70 დამსუბუქი მრავალმიზნობრივი- UH-145,შვეულმფრენი-AH-64 Apache უახლოესი ათწლეულის მანძილზე დარჩება აშშ-ს შეიარაღებული ძალების ძირითად საბრძოლო ვერტმფრენად.
